რა გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში სალომე ზურაბიშვილის ჩაშლილ ვიზიტს ევროპარლამენტში - Palitra News

რა გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში სალომე ზურაბიშვილის ჩაშლილ ვიზიტს ევროპარლამენტში

2023-04-18 19:58:55+04:00

სალომე ზურაბიშვილი დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჩაიშალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მთავრობამ თანხმობის პროცედურა ხელოვნურად გააჭიანურა, რასაც თავად მთავრობა კატეგორიულად უარყოფს. ოპოზიციის განმარტებით, ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის არსებული დაძაბულობა შინაარსობრივად უფრო მეტად სიღრმისეულია.