„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მესამე ქვეყნებს მოუწოდებენ, რუსეთის მხარდაჭერა შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ. ჯგუფი ასევე მკაცრად გმობს რუსეთის მიერ „ინფორმაციული მანიპულაციისა და დეზინფორმაციის ფართო გამოყენებას“ უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
“დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხის შესწავლას.