მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე მოვლენები შეაფასა. პრემიერმა, BBC-ის საგამოძიებო ფილმში მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემის გაშიფვრასა და მასში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მოხსენიებაზე ისაუბრა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საკუთარი ქვეყნის ჯარის ძარცვისა და თავდაცვის ძალების ინტერესების დაზიანების შემდეგ, ევროპელი პენსიონრების წინააღმდეგ, თაღლითურ სქემაში ჩართვა, დავით კეზერაშვილისაგან მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, ეს ფაქტი არა სამარცხვინო, არამედ შემაშფოთებელია.