დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებზე ფასი კი შემცირდა, მაგრამ დროდადრო თავს იჩენს ხოლმე მიწოდების უწყვეტობასთან დაკავშირებული ხარვეზები, რაც ამა თუ იმე მედიკამენტის დეფიციტს ქმნის. ფარმაცევტულ ბაზარზე გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, დეფიციტი იქნება ეს თუ კოლოსალურად გაზრდილი ფასი, ხშირად მწვავე ურთიერთბრალდებების მიზეზიც კი ხდება - ხელისუფლება კომპანინებს კარტელურ გარიგებასა და ფასების უსაფუძვლოდ გაძვირებაში ადანაშაულებს, სააფთიაქო ქსელები კი მათ მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობენ.
სანამ ფარმაცევტულ ომებში ჩართულები ერთმანეთში მტყუან-მართალს არკვევენ, პაციენტები წამალს ელოდებიან, ხშირ შემთხვევაში კი მედიკამენტის დროულ მიწოდებას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თუმცა მხარეები მათ სთხოვენ, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებულ პრობლემებს გაგებით მოეკიდონ.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი, "ლელოს" წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში ვატო სურგულაძე