ადგილობრივ ბაზარზე უცხოელების დასაქმება შესაძლოა კანონმა დაარეგულიროს. პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები, რომლის თანახმადაც საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. მართალია, თავად სერტიფიცირების პროცედურა სრულიად უფასო იქნება, თუმცა შრომით ბაზარზე საქმიანობისთვის საშუამავლო კომპანიებს შესააბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, რის შემდეგაც მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო და შესაბამისად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
მოკლედ, საშუამავლო კომპანიების საქმიანობა კანონის ფარგლებში ექცევა და ცვლილებების ინიციატორებს მიაჩიათ, რომ ამგვარი რეგულირება საქართველოს შრომით ბაზარზე უცხოელების დასაქმების აღრიცხვასაც გააუმჯობესებს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, თუ ცვლილებებმა კანონის ძალა მიიღო, მთავრობა უფლებამოსილი ხდება ადგილობრივ ბაზარზე კონკრეტული პროფესიის კადრების უცხოეთიდან მოზიდვა შეზღუდოს, თუ ჩათვლის, რომ ამ თვალსაზრისით სამუშაო ძალა საქართველოშიც საკმარისად არსებობს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი