3 თვეში საქართველოში უცხოელების მიერ შეძენილი ბინების 42% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. 2023 წლის 3 თვეში საქართველოში უცხოელებმა 5 159 ბინა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა 2 187 ბინა იყიდეს, რაც უცხოელებზე გაყიდული ბინების 42,3%-ია. იუსტიციის სამინისტროდან აღნიშნული ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის სახით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.
საერთო ჯამში 2022 წელს და 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხოეთის 14 394-მა მოქალაქემ ჯამში 20 034 ბინა შეიძინა. რუსეთის მოქალაქეების გარდა, საქართველოში ყველაზე მეტი ბინა ისრაელის, უკრაინის, ბელარუსის, თურქეთის, ირანისა და პოლონეთის მოქალაქეებმა იყიდეს.