რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა წელს თითქმის 258%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 3.5-ჯერ გაიზარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ 3 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოს 256 787 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2022 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 71 793 იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში, ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი პირველ ადგილზეა. მას მოსდევს თურქეთი - 216 391 ვიზიტორით, მე-3 ადგილზე კი სომხეთია - 182 543 ვიზიტორით.
რაც შეეხება პანდემიამდელ 2019 წლის 1-ლი კვარტალის მაჩვენებელს, რუსეთიდან საქართველოში 254 077 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,1%-ით ნაკლებია.