გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ხუთშაბათს, 20 აპრილს მოუსმენენ. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ხუთშაბათს „მინისტრის საათი“ გვიწევს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის „მინისტრის საათი“ გვექნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.