"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ახალი ოფისის გახსნის შემდეგ პარტიის წევრების მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ნიკა მელია აცხადებს, რომ ოფისი იმ რეალობიდან გამომდინარე გაიხსნა, რომელიც ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" არის. უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრობს დანარჩენი ოპოზიციაც.