რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, პუტინმა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები მოისმინა და საომარი ვითარებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით არსებული სიტუაციით. პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ „მნიშვნელოვანია“ მათი მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.