საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია სრულ მობილიზაციას გეგმავს, რათა დასანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმით კენჭი უყარონ. დიდი ალბათობით, პლენარულ სხდომაზე საგამოზიებო კომისიის შექმნის საკითხი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ განიხილება.