მობილიზებული ოპოზიცია და საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა კენჭისყრაზე - რა მოლოდინები არსებობს პარლამენტში? - Palitra News

მობილიზებული ოპოზიცია და საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა კენჭისყრაზე - რა მოლოდინები არსებობს პარლამენტში?

2023-04-18 12:06:46+04:00

საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია სრულ მობილიზაციას გეგმავს, რათა დასანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმით კენჭი უყარონ. დიდი ალბათობით, პლენარულ სხდომაზე საგამოზიებო კომისიის შექმნის საკითხი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ განიხილება.