აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბლინკენის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ამ დილით სუდანის არმიისა და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩს საკუთარ სახლში, სუდანის დედაქალ ხართუნში თავს დაესხნენ.
სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს. გაეროს ინფორმაციით, სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა კი 1800-ს აჭარბებს.