ლეგენდარული დიზაინერის კარლ ლაგერფელდის საყვარელი კატა სახელად ჩუპიტი, Met Gala 2023-ზეა დაპატიჟებული. ამის შესახებ ფისოს აგენტმა ლუკას ბერულიერმა პარიზიდან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა -“წლევანდელი Met Gala სწორედ კარლ ლაგერფელდის საპატიოვსაცემოდ ტარდება და მის მიმკვიდრეობას მიძღვნება. ჩუპიტი კი სწორედ ამ მემკვიდრეობის ნაწილია“, განაცხადა ლუკას ბერულიერმა.
ულამაზესი კატა ჩუპიტი 2011 წლის 15 აგვისტოს დაიბადა და ის თავდაპირველად ფრანგ მოდელ ბაბტისტ ჯიაბიკონის ეკუთვნოდა. ერთხელ მან კატა უქმეებზე კარლს დაუტოვა და ლეგენდარული გერმანელი დიზაინერს სწორედ მაშინ შეუყვარდა საყვარელი ფისო.
„ჩემთვის აშკარა იყო, რომ ჩუპიტიმ დიდი სიხარული მიანიჭა კარლს და მე გადავწყვიტე კატა მისთვის მეჩუქებინა“, განაცხადა ბაბტისტმა.
ფისო სახელად ჩუპიტი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო ლაგერფელდის კამპანიებში და ბევრი სარეკლამო რგოლის თუ ფოტოსესიის მონაწილეც იყო. ამ გზას წარმატებით აგრძლებს ჩუპიტი დღესაც, რისი ნათელი მაგალითი ის 132 ათასზე მეტი გამომწერია, რომელიც ფისოს ინსტყაგრამზე ყავს.
ცნობისთვის, კარლ ლაგერფელდმა მთელი თავისი ქონება გარდაცვალების შემდეგ სწორედ ჩუპიტის დაუტოვა.