ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ყინულის ჰოკეის II დივიზიონის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველომ ისრაელი 7:3 დაამარცხა. თავდაპირველად შეხვედრაში ისრაელი დაწინაურდა ორ ბურთიანი სხვაობით, თუმცა პერიოდის ბოლოს ოლივერ ობოლოგონიანმა საქართველოს სასარგებლოდ სხვაობა შეამცირა. მეორე მესამედში ბორის კოჩკინმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ისრაელი მალევე წინ გავიდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე პერიოდი, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებმა კარგად ითამაშეს ჯერ არტიომ კურბატოვმა გაათანავრა, ივან კარელინმა კი საქართველო წინ გიაყვანა. ბოლო პერიოდში კარელინმა კიდევ ორი შაიბა გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ნიკიტა კუკიამაცმა დააფიქსირა.
ჯგუფში ჩატარებული 2-2 შეხვედრის შემდეგ საქართველო და ხორვატია 6-6 ქულით ლიდერობენ. ის საკრები, რომელიც ჯგუფში პირველად ადგილზე გავა, მომდევლო წელს I დივიზიონის B ჯგუფში გამოვა.