ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანი, რომელიც სატრანსფერო სიახლეების სიზუსტით გამოირჩევა საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. რომანოს განცხადებით, 22 წლის მეკარე სეზონის ბოლოს ვალენსიას აუცილებლად დატოვებს. „ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას სეზონის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ მან კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გაახანგრძლივა. მამარდაშვილის ირგვლივ სიტუაციის განვითარებას ლონდონის ჩელსი და ტოტენჰემი განსაკუთრებით აკვირდებიან. ლესტერი კი გიორგის აგენტს 10 დღის წინ შეხვდა“ - წერს ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას შემადგენლობაში 2021 წლიდან გამოდის, თავდაპირველად ის თბილისის დინამოდან იჯარის წესით თამაშობდა ესპანურ გუნდში, საბოლოოდ ღამურებმა ის გამოისყიდეს და 1 წლის შემდეგ კონტრაქტიც გაუხანგრძლივეს, სადაც გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაიწერა. გიორგიმ ვალენსიას მაისურით აქამდე 54 შეხვედრა ჩაატარა და ის ერთ-ერთი გამორჩეულია ბოლო 2 სეზონის განმავლობაში თავის კლუბსა და ნაკრებში.
შეგახსენებთ, რომ ვალენსია მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოიყურება. გუნდი ესპანეთის ლა ლიგაში 27 ქულით მე-18 ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია.