ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფლი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გივი მაჭარაშვილი დღეს ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. 97 კილოგრამში მოასპარეზე მაჭარაშვილი ტურნირზე 1/8 ფინალიდან ჩაერთო, სადაც ჯერ მოლდოველი მოწინააღმდეგე, შემდეგ თურქი ნახევარფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე დაამარცხა. გივის მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი მაგომედხან მადომედოვი იქნება.
ასევე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ 57 კილოგრამში რობერტ დინგაშვილი და 65 კილოგრამში ედემი ბოლქვაძე, დინგაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა თურქ მოჭიდავესთან, ბოლქვაძემ კი რეპეშაჟში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა მედლისთვის ბრძლის შანსი.
დღესვე ტურნირზე ასპარეზობას დაიწყებს საქართველოს ნაკრების დარჩენილი 5 მოჭიდავე, 61 კილოგრამში შოთა ფარტენაძე, 74 კილოგრამში ავთანდილ კენჭაძე, 86 კილოგრამში ტარიელ გაფრინდაშვილი, 92 კილოგრამში მირიან მაისურაძე და 125 კილოგრამში გენო პეტრიაშვილი.