საქართველოს 30-მდე მოქალაქის ევაკუაცია სუდანიდან ჯერ ისევ ვერ ხერხდება. მეოთხე დღეა ადგილზე ჩარჩენილები სუდანის დედაქალაქში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ელოდებიან. დარჩენილების დიდი ნაწილი იმ ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც ხარტუმიდან ფრენებს ასრულებდნენ.
ქართველებთან კავშირზეა თურქეთში საქართველოს საელჩო.
სუდანში არმიასა და სამხედრო დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება.