"ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთ ინიციატივას წარადგენს და კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებას მოითხოვს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.პარტიის სურვილია, კომისიამ დაადგინოს, ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ სისტემაში ექსპრეზიდენტის უფლებები.
თავის მხრივ სააკაშვილის მანიპულაციებზე საუბრობს მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან თავის დაღწევას თვითდაზიანებით ცდილობს.