ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმის გამო საფრანგეთის მოქალაქეების ბრაზი ესმის. მაკრონის თქმით, ნანობს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
ეს მოსახლეობისადმი მაკრონის პირველი მიმართვა იყო მას შემდეგ, რაც მან გასულ პარასკევს ხელი მოაწერა სადავო საპენსიო კანონს, რომლის გამოც საფრანგეთში იანვრის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები იმართება.
რეფორმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.