ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით გაკეთებული მძაფრი განცხადებებით აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე გავლენა მოახდინოს. მათივე ცნობით, დროა, ვაშინგტონის ელიტებმა რუსეთის საშინაო საქმეებში უხეში სისტემატური ჩარევა შეწყვიტონ და თავიანთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მუშაობა დაიწყონ.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კრემლის კრიტიკოსს, ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა და 400 000 რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის შეგნებულად საჯაროდ გავრცელებაში, რუსეთში არასასურველად მიჩნეულ უცხოურ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობასა და ქვეყნის ღალატში.