საკანონმდებლო ორგანოში დღეს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები საგამოძიებო სხდომის შექმნის საკითხს განიხილავენ. ოპოზიციური სპექტრი პლენარული სხდომისთვის მობილიზაციას გეგმავს, რადგან საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის მინიმულ 50 დეპუტატის ხმაა საჭირო.
ხელისუფლების ოპონენტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ოპოზიციის ერთიანობით სესიაზე საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას, რადგან სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები დეტალურად იქნას გამოძიებული. მათი განცხადებით, 18 აპრილს სხდომაზე ნებისმიერი ოპოზიციონერი დეპუტატის არმისვლა ნიშნავს, რომ ის ქართულ ოცნებაში გადავიდა.