მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ - თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა - განცხადება დღეს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გააკეთა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ამ ქვეყნის მტერი არა ის, არამედ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. ეს განცხადება ხაბეიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და მისმა მხარდამჭერებმა ახალი ოფისი გახსნეს.