მორიგი დაპირისპირება სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკება მოხდა. შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100-ს აღწევს.
ექიმების ცნობით, ხარტუმის საავადმყოფოებში, სადაც დაშავებულები იმყოფებიან, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ბრძოლების გამო მათთან მიღწევა გართულებულია.
არსებული ინფორმაციით, შეტაკებებში მონაწილე ორივე მხარე ამტკიცებს, რომ დედაქალაქ ხარტუმში საკვანძო ადგილებს აკონტროლებს.