ევროკომისია პოლონეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვაზე განცხადებას ავრცელებს - Palitra News

ევროკომისია პოლონეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვაზე განცხადებას ავრცელებს

2023-04-17 12:15:21+04:00

ევროკომისია პოლონეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვაზე განცხადებას ავრცელებს. ევროპული კომისიის პრესსპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა.

განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ვაჭრობის საკითხზე ცალმხრივი ქმედება მიუღებელია.

ეროკომისიის ოფიციალურ განცადებაში ხაზგასმულია, რომ არსებული ვითაარების ფონზე, ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების კოორდინაციასა და შესაბამისობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.