ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა უკაინაზე 25 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
ოკუპანტებმა უკრაინის ჯარის სტრატეგიულ პუნქტებსა და მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებლებზე თავდასხმები განახორციელეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა მოჰყვა.
რუსულმა ძალებმა გასულ 24 საათში, 42 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 46 შეტევა განახორციელეს. გენშტაბის ცნობითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც და უკრაინული თავდაცვა, ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ობიექტებზე შეტევებს აგრძელებს.