შტატ ალაბამაში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა - Palitra News

შტატ ალაბამაში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

2023-04-17 12:13:56+04:00

აშშ-ის შტატ ალაბამაში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, დაღუპულია 4 ადამიანი. მასობრივი სროლა მოზარდის დაბადების დღეზე მოხდა.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. მომხდარის მოტივი და სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის კვლავ უცნობი რჩება.

ჯერჯერობით, დადგენილი არ არის თავდამსხმელის ვინაობა. ალაბამას პოლიცია, დამნაშავის დაკავებასთან დაკავშირებულ დეტალებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს.