ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ნგრევა სავარაუდოდ გაზის ბალონის აფეთქების შედეგად მოხდა. ნგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა სულ მცირე - 12 მოქალაქე, მათგან - რამდენიმე ბავშვია.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის ოთხ საათზე, ორსართულიან, 12-ბინიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.