ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. პარტიაში განმარტავენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბანერი, რომელიც მათი ცენტრალური ოფისის შენობაზე იყო განთავსებული, ძლიერმა ქარმა დააზიანა. სამშაბათს, 18 აპრილს, ფასადზე განვათავსებთ მიხეილ სააკაშვილის ახალ ბანერს - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში