წმინდა ცეცხლი საქართველოში ქართველმა მომლოცველებმა და სასულიერო პირებმა ჩამოაბრძანეს - Palitra News

წმინდა ცეცხლი საქართველოში ქართველმა მომლოცველებმა და სასულიერო პირებმა ჩამოაბრძანეს

2023-04-17 12:11:25+04:00

წმინდა ცეცხლი საქართველოში, ქართველმა მომლოცველებმა და სასულიერო პირებმა ჩამოაბრძანეს. თავდაპირველად, წმინდა ცეცხლი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სააღდგომო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა. მოგვიანებით, წმინდა ცეცხლი ქვეყნის მასშტაბით მართლმადიდებელ ტაძარში გადაანაწილეს. აეროპორტში წმინდა ცეცხლს სასულიერო პირები და მრევლი დახვდა.