ბოლო 300 წლის განმავლობაში პირველად, კიევ -პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე აღევლინა. ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. კომენდანტის საათის მოქმედების გამო, მრევლს ღამის წირვაზე დასწრების უფლება იმ პირობით მისცეს, რომ დილამდე ეკლესიებში დარჩებოდნენ. მრევლს წმინდა ცეცხლის სახლში წაღების შესაძლებლობა ჰქონდა.