აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, „16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური „დიდუბიდან“ დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. „დელისის“ მეტროდან ავტობუსები საბურთალოს სასაფლაოსკენ იმოძრავებენ. კუკიის სასაფლაოსკენ ავტობუსები მარჯანიშვილისა და სადგურის მოედნის მეტროსადგურებიდან გავა. ჭიჭინაძის ქუჩიდან კი ვერის სასაფლაოსკენ. „სარაჯიშვილის“ მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუა მთის ქუჩიდან და „ვარკეთილის“ მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე.