უკრაინამ, ტყვეების გაცვლის შედეგად, რუსული ტყვეობიდან კიდევ 130 ჯარისკაცი გაათავისუფლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკის განცხადებით, გათავისუფლებულებს შორის არიან სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის წევრები, მეზღვაურები, სახელმწიფო ტრანსპორტის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რიგითები და სერჟანტები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ბახმუტის, სოლედარის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებში. ერმაკის თქმით, უკრაინელების სიცოცხლე ქვეყნისთვის უმაღლესი ღირებულებაა.