უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ უკრაინის დროშა მალე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აფრიალდება, კანონის უზენაესობა და სამართლიანობა იზეიმებს და დაისჯება ყველა, ვინც გასცა და აღასრულა დანაშაულებრივი ბრძანება.