თბილისში ისრაელის სახელმწიფოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ისრაელის ქნესეთის წევრები ესტუმრნენ. ნაჩვენები იყო 2 წუთიანი ფილმები ჰოლოკოსტის შესახებ. ღონისძიებაზე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის მეგობრობაზე და სახალხო დიმპლომატიის მნიშვნელობაზე. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გივი მიქანაძე დაესწრო.