საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა . მართლმადიდებლები სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას ზეიმობენ, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა და ახალ წელთაღრიცხვას დაუდო სათავე. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ტრადიციულად, არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა გააცნო. სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.