სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებსა“ და ქვეყნის არმიას შორის დაპირისპირება მოხდა.
მედიის ინფორმაციით, „სწრაფი რეაგირების ძალებმა“ პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს.
სუდანის გარდა შეტაკებები მოხდა ქალაქ მეროვეშიც. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სუდანის ეროვნულ არმიასა და გასამხედროებულ ჯგუფ „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
ბოლო მონაცემებით, სუდანში მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. შეტაკებების დროს დაშავდა BBC-ის ჟურნალისტი.
სუდანში სამოქალაქო მმართველობის ჩამოყალიბება „სწრაფი რეაგირების ძალების“ არმიაში ინტეგრაციას ითვალისწინებს. გასამხედროებული დაჯგუფება კი ამ პროცესის 10 წლით გადავადებას ითხოვდა, თუმცა არმიის მეთაურობამ განაცხადა, რომ ეს ორი წლის ვადაში უნდა მოხდეს.