უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, პენტაგონის „გაჟონილ“ დოკუმენტებში უკრაინის სამხედრო გეგმების შესახებ ანალიზს საფუძველი არ გააჩნია. დანილოვის თქმით, პენტაგონს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის გეგმებზე წვდომა არ ჰქონდა და უკრაინის ხელმძღვანელობას მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტი აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა არა მხოლოდ კონტრიერიშის გეგმაზე, არამედ უკრაინის ტერიტორიის 1991 წლის საზღვრებამდე გათავისუფლების სტრატეგიაზეც მუშაობს.