უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ომის 416-ე დღეს უკრაინის დასახლებებზე ავიაიერიშები არ წყდება. რუსეთის ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის დაბომბვას, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის ორი წლის ბავშვია. დაშავებულია სულ მიცრე 20 ადამიანი. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის არმიამ სლავიანსკის მიმართულებით „ეს-300“-ის ტიპის შვიდი რაკეტა გაუშვა, საიდანაც ექვსი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. უკრაინს გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე მტრის დანაკარგები 181 550-ზე მეტ ჯარისკაცს, 3 600-ზე მეტ ტანკს და 307 თვითმფირნავს შედგენს.