საქართველოს რკინიგზა 18 აპრილის ჩათვლით მგზავრებს დამატებითი რეისებით მოემსახურება. კომპანიის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განმარტებით, რესურსს არ ზოგავენ, რათა მგზავრებს კომფორტულად მოემსახურონ. სარკინიგზო რეისები დაემატა თბილისიდან ბათუმისა და ფოთის მიმართულებით.