პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება.
"კეზერაშვილზე გასული ფილმის მერე მისგან დაფინანსებული "აი ჯაან შვეჩკები" აბდაუბდა და გრძელ პოსტებს რომ წერთ, თქვენ მინდა გკითხოთ - მანამდე ჯარს რომ ფული მოპარა მაგ ჯიგარმა ეგ არ იცოდით? ან ზოგადად ფული მაგ გარეწარმა როგორ იშოვა არ იცოდით? ბიზნესებს რო ახევდა ხალხს არ გსმენიათ? უიმე, ევროპელი პენსიონერების ბედით შეწუხდით ხო?
ძაანაც კარგად იცოდით და მშვენივრადაც იღებდითა ნაქურდალ ხელფასებს, მარა "ჯაან შვეჩკებს" BBC-იმ გამოგისვათ ცელი... რამე ჯაგა ტელევიზია მაინც ყოფილიყო. ასე რომ ქურდის და გარეწარის ნაძარცვი ფულით გამაძღარებმა ჭკუა ასწავლეთ ბებიათქვენებს და კეზერას - თუ გაუბედავთ კიდე" - წერს ელისაშვილი.
ე.წ. ქოლცენტრების ფინანსურ თაღლითობაზე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და "ფორმულას" მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.