იაპონიის ქალაქ ვაკაიამაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას საჯარო გამოსვლის ადგილის მახლობლად აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პრემიერ-მინისტრი უსაფრთხო ადგილას, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის გარკვეული დროის განმავლობაში შეაყოვნეს. სამართალდამცველებმა ინციდენტის ადგილზე ერთი ადამიანი დააკავეს.