2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამნახევარჯერ გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში რუსეთიდან საქართველოს 256 787 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2022 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 71 793 იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი 1-ელ ადგილზეა. მას მოსდევს თურქეთი , მე-3 ადგილზე კი სომხეთია .