მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული ბანკის ტენდერი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში მყისიერი გადახდების სისტემის დამონტაჟებას. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს ბანკთაშორისი გადარიცხვების დაჩქარებას და მისი საშუალებით, 365 დღის განმავლობაში, მათ შორის, უქმე დღეებშიც ერთი ბანკიდან მეორეში გადარიცხვის მაქსიმალური დრო 10 წამი იქნება. პროექტის ფარგლებში, კომპანიამ, ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, უნდა უზრუნველყოს გეგმის შედგენა, ასევე ბანკის თანამშრომლების ტრენინგი და გადამზადება, საგარანტიო და ადმინისტრაციული სერვისები და ტექნიკური დახმარება. ყველა ეს ოპერაცია კი საკონტრაქტო შეთანხმებდან არაუგვიანეს 21 თვეში უნდა დასრულდეს.