დღეს დიდი შაბათია. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დღეს დილიდან გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. გარდამოხსნის შემოტარების წესის შემდეგ ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია სრულდება. სიმბოლურად, გარდამოხსნის შემოტარება მაცხოვრისთვის წესის აგებასა და მის საფლავში დადებას განასახიერებს.