ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე და ნებისმიერი სხვა დემოკრატიის ევროპაში, თუ აირჩევთ, იყოთ ევროატლანტიკური ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჯოანა მირჩამ ბუქარესტში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონი, თითქმის 10 წელია, რუსეთის აგრესიის სამიზნეა, რაც, მისი თქმით, ზეგავლენას ახდენს არა მარტო ამ არეალის ქვეყნებზე, არამედ მოქმედებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებაზე.