თეთრი სახლი ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის გაჟონვის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, ის სამართალდამცავების მიერ მიღებულ სწრაფ რეაგირებას მიესალმება და სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დამატებითი ზომები მიიღონ მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნით.
„მე მივესალმები სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებულ სწრაფ ქმედებებს აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების ბოლოდროინდელი გავრცელების გამოძიებისა და რეაგირების მიზნით. სანამ ჩვენ ჯერ კიდევ განვსაზღვრავთ ამ დოკუმენტების ნამდვილობას, მივმართე ჩვენს სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოებას, გადაედგათ ნაბიჯები სენსიტიური ინფორმაციის შემდგომი უსაფრთხოებისა და გავრცელების შესაზღუდად და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი პირი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული დოკუმენტები აშშ-ის მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების შესახებ, დეტალურ სადაზვერვო შეფასებებს, მათ შორის უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და კიევისა და მოსკოვის წინაშე მდგარი გამოწვევებს მოიცავს.