რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ჩინეთი ოფიციალურ განცხადებას აკეთებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა პეკინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის საკითხის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას და მიმდინარე პროცესების გასამწვავებლად არაფერს მოიმოქმედებს. მისივე თქმით, ჩინეთი მზად არის, გააგრძელოს მუშაობა მშვიდობისთვის და იმედოვნებს, რომ უკრაინის კრიზისში ჩართული ყველა მხარე ობიექტურობას შეინარჩუნებს და ერთად მუშაობას გააგრძელებს.