მართლმადიდებელი ეკლესია წითელ პარასკევს ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. რიტუალი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. შესრულდა დატირება, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსის მიხედვით არის დაწერილი და პატრიარქის კურთხევით შეიქმნა.