2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრობს. მისი თქმით, ეს დასტურდება არა ერთი საერთაშორისო კვლევის მიხედვით, მათ შორისაა, ანალიტიკურ ცენტრ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსი, რომლის მიხედვით 2023 წელს საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყნას შორის სახელდება.